-
შემიძლია თუ არა ვიყიდო უძრავი ქონება საქართველოში თუ არ მაქვს საქართველოს მოქალაქეობა?
დიახ, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შეუძლია ნებისმიერ პირს, როგორც რეზიდენტს, ისე არარეზიდენტს.
-
რას ნიშნავს საინვესტიციო აპარტამენტი?
საინვესტიციო აპარტამენტი ეს არის უძრავი ქონება, რომელიც განკუთვნილია ინვესტიციისთვის, შემდგომში პასიური შემოსავლის მისაღებად ან უფრო მაღალ ფასში გადასაყიდად.
-
რა არის ყოველწლიური ამონაგები?
ყოველწლიური ამონაგები არის შემოსავალი ინვესტიციიდან, რომელიც მიიღება წლის განმავლობაში. ამონაგები მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს გაანალიზონ, თუ რამდენად მომგებიანი იყო მათი ინვესტიცია დროის განმავლობაში.
-
შეიძლება თუ არა ბინის ნახვა თუ არ ვარ საქართველოში?
დიახ, ლოკაციის, პროექტის და აპარტამენტის ნახვა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში. ამისათვის დაჯავშნეთ პრეზენტაცია მენეჯერთან.
-
აუცილებელია თუ არა ბინის შესაძენად საქართველოში ჩამოსვლა?
აპარტამენტების შეძენისათვის არ არის აუცილებელი ადგილზე იმყოფებოდეთ. შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება და გადახდა, შესაძლოა როგორც ადგილზე ისე ონლაინ რეჟიმშიც.
-
როგორ გავაქირავო უძრავი ქონება უცხოეთიდან?
უძრავი ქონების გაქირავებისთვის გთავაზობთ გაქირავების სერვისს. სრულ პროცესს იხილავთ პირად აპლიკაციაში.
-
რა გადასახადებია საქართველოში უძრავ ქონებაზე?
საქართველოში უძრავ ქონებაზე გადასახადი არ არის.
-
რას ნიშნავს შიდა განვადება?
შიდა განვადება, არის შესაძლებლობა გადაანაწილოთ უძრავი ქონების შესაძენი თანხა თვეებზე, 0%-ით, ბანკის გარეშე და გადაიხადოთ ეტაპობრივად.
-
შევიძენ თუ არა უძრავ ქონებას კრიპტოვალუტით?
დიახ, ტექტო ჯგუფის პროექტებში უძრავი ქონების შეძენა კრიპტოვალუტაშიც შეგიძლიათ.
-
როგორ შევარჩიო ბინა ტექტო ჯგუფში?
თქვენზე მორგებული ბინის შერჩევაში დაგეხმარებათ მენეჯერი. შეავსეთ განაცხადის ფორმა და დაგიკავშირდებით.